წესები და პირობები

წესები და პირობები

ბოლო განახლება: 4 თებერვალი, 2021 წელი.

კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი საიტზე www.CLINE.ge რომელიც იმართება მისი მესაკუთრე შპს ინკო-ს მიერ. შპს ინკო, მისი პარტნიორების მეშვეობით ყიდის და გაწვდით პროდუქტებს ვებსაიტიდან www.CLINE.ge რომელიც ექვემდებარება ქვემოთ მოცემულ წესებსა და პირობებს. 

CLINE.ge მომსახურების გამოყენებით თანხმდებით ქვემოთ მოცემულ წესებსა და პირობებს. გთხოვთ ყურადღებით გაეცნობთ ამ წესებსა და პირობებს.

ჩვენ ვთავაზობთ მომხმარბლებს პროდუქციის ფართო ასორტიმენტს და რიგ შემთხვევებში შეიძლება გავრცელდეს დამატებითი წესები. 

კონფიდენციალურობა

CLINE.ge გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ამ წესებსა და პირობებს. 

მომხმარებლებზე რა პერსონალურ ინფორმაციას აგროვებს CLINE.ge?  

ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას რათა მოგაწოდოთ და მუდმივად გავაუმჯობესოთ ჩვენი პროდუქტები და სერვისები.

ეს არის მაგალითები რა პერსონალურ ინფორმაციასაც ჩვენ ვაგროვებთ:

  • ინფორმაცია რასაც თქვენ გვაძლევთ: ჩვენ ვიღებთ და ვინახავთ ნებისმიერ ინფორმაციას რასაც თქვენ გვაწვდით დაკავშირებულს CLINE.ge-ს მოხმარებასთან. თქვენ შეგიძლიათ არ მოგვაწოდოთ გარკვეული ინფორმაცია, მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება სრულად ვერ მიიღოთ ყველა ის სარგებელი რასაც ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს. 
  • ავტომატური ინფორმაცია: ჩვენ ავტომატურად ვაგროვებთ და ვინახავთ გარკვეული ტიპის ინფორმაციას დაკავშირებულს თქვენს მიერ CLINE.ge-ს გამოყენებასთან, მათ შორის თქვენს მიერ CLINE.ge-ზე სტუმრობას და ინტერაქციას.
  • ინფორმაცია სხვა წყაროებისგან: ჩვენ შეიძლება მივიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ ისეთი სხვა წყაროებიდან როგორიცაა პროდუქციის მიმწოდებელი კომპანია რომელმაც შეიძლება მოგვაწოდოს ინფორმაცია თქვენი ახალი მიწოდების მისამართის შესახებ რომელზე დაყრდნობითაც ჩვენ ვასწორებთ ჩვენს ჩანაწერებს რათა მომავალში შეუფერხებლად მოგაწოდოთ პროდუქცია. 

რისთვის იყენებს CLINE.ge თქვენს პერსონალურ ინფორმაციას? 

ჩევნ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას რათა ვმართოთ, მივაწოდოთ და განვავითაროთ პროდუქტები და მომსახურება რასაც ვთავაზობთ მომხმარებლებს. პერსონალური ინფორმაციის გამოყენების მიზნები მოიცავს:

  • პროდუქტის და მომსახურების შესყიდვა და მიწოდება. ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას რათა მივიღოთ და მოგაწოდოთ პროდუქტები და სერვისები, გავაპროცესოთ ტრანზაქცია და გვქონდეს კომუნიკაცია თქვენთან შეკვეთის, პროდუქტის და მომსახურების და შეთავაზებების შესახებ.
  • CLINE.ge-ს მომსახურების მიწოდება, პრობლემების მოგვარება და გაუმჯობესება. ჩვენ ვიყენებთ თქვენს პირად ინფორმაციას CLINE.ge ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, მუშაობის გასაანალიზებლად, შეცდომების გამოსასწორებლად და CLINE.ge- ს გამოყენებადობის და ეფექტურობის გასაუმჯობესებლად.
  • რეკომენდაციები და პერსონალიზაცია. ჩვენ ვიყენებთ თქვენს პირად ინფორმაციას, რომ გირჩიოთ თქვენთვის საინტერესო ფუნქციები, პროდუქტები და სერვისები და მოვახდინოთ CLINE.ge-ს პერსონალიზაცია თქვენთვის.
  • ვალდებულებების სამართლებრივი თანხვედრა.  გარკვეულ შემთხვევებში, ჩვენ ვაგროვებთ და ვიყენებთ თქვენს პირად ინფორმაციას კანონის შესაბამისად. მაგალითად, ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას საბანკო ანგარიშის შესახებ პიროვნების იდენტიფიცირების შემოწმების და სხვა მიზნებისთვის.
  • თქვენთან კომუნიკაცია. ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას თქვენთან კომუნიკაციისთვის სხვადასხვა საშუალებებით (ტელეფონი, ელ-ფოსტა, ჩეტი) CLINE.ge-სთან დაკავშირებულ საკითხებზე. 
  • თაღლითობის პრევენცია და საკრედიტო რისკები. ჩვენ ვიყენებთ პირად ინფორმაციას თაღლითობისა და ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად და დასადგენად, ჩვენი მომხმარებლების, CLINE.ge- ს და სხვათა უსაფრთხოების დასაცავად. ასევე, შეიძლება გამოვიყენოთ შეფასების მეთოდები საკრედიტო რისკების შესაფასებლად და მართვისთვის.

რაც შეეხება ქუქი-ფაილებს (Cookies) და სხვა იდენტიფიკატორებს? 

იმისათვის, რომ ჩვენს სისტემებს მიეცეს თქვენი ბრაუზერის ან მოწყობილობის ამოცნობის შესაძლებლობა და CLINE.ge სერვისების უზრუნველყოფისა და გაუმჯობესებისთვის, ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს და სხვა იდენტიფიკატორებს.

აზიარებს CLINE.ge თქვენს პერსონალურ ინფორმაციას? 

ინფორმაცია ჩვენი მომხმარებლების შესახებ ჩვენი ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილია მაგრამ ჩვენ არ ვართ ჩვენი კლიენტების პირადი ინფორმაციის სხვებზე გაყიდვის საქმეში ჩართული. ჩვენ ვაზიარებთ მომხმარებლების პირად ინფორმაციას მხოლოდ როგორც ეს აღწერილია ქვემოთ და CLINE.ge-ს პარტნიორებთან, რომლებიც ან ექვემდებარებიან ამ წესებსა და პირობებს, ან იცავენ წესებს აღწერილს ქვემოთ მოცემულ წესებსა და პირობებში:

  • სერვისის მომწოდებელი მესამე მხარე: ჩვენ ვიყენებთ სხვა კომპანიებსა და პიროვნებებს, რომ ჩვენი სახელით გასწიონ გარკვეული მომსახურებები. მაგალითები მოიცავს პროდუქციის ან მომსახურების შეკვეთების შესრულებას: მიწოდება. მომსახურების პროვაიდერ მესამე პირებს აქვთ წვდომა ისეთ პირად ინფორმაციაზე, რაც საჭიროა მათი ფუნქციების შესასრულებლად, მაგრამ მათ არ შეუძლიათ გამოიყენონ ეს ინფორმაცია სხვა მიზნებისთვის.  
  • ბიზნესის გადაცემა: როგორც ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ბიზნესის განვითარებას, შეიძლება ჩვენი ბიზნესი გაყიდოს ან შეიძინოს სხვა ბიზნესი ან მომსახურება. ასეთ გარიგებებში, ზოგადად მომხმარებლის ინფორმაცია, არის ერთ-ერთი გადაცემული ბიზნესის აქტივი, მაგრამ ექვემდებარება წესებს, რომლებიც მოცემულია წინასწარ არსებულ წესებსა და პირობებში (თუ, რა თქმა უნდა, მომხმარებელი სხვაგვარად არ ეთანხმება). ასევე, ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ თუ მოხდა CLINE.ge ან მისი მთელი აქტივის შეიძინა, მომხმარებლის ინფორმაცია, რა თქმა უნდა იქნება ერთ-ერთი გადაცემული აქტივი.  
  • CLINE.ge და სხვების დაცვა:
  • ჩვენ ვაზიარებთ CLINE.ge-ზე ანგარიშის დეტალებს და სხვა პირად ინფორმაციას, როდესაც მიგვაჩნია, რომ გაზიარება მიზანშეწონილია კანონის შესაბამისად. ეს მოიცავს ინფორმაციის გაცვლას სხვა კომპანიებთან და ორგანიზაციებთან თაღლითობის დაცვისა და საკრედიტო რისკის შემცირების მიზნით.

ზემოთ მითითებული შემთხვევების გარდა, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას როდესაც თქვენს შესახებ პირადი ინფორმაცია შეიძლება გაზიარდეს მესამე პირთან და თქვენ გექნებათ შესაძლებლობა უარი თქვათ ინფორმაციის გაზიარებაზე.

რამდენად უსაფრთხოა ინფორმაცია ჩემს შესახებ?

ჩვენ ვქმნით ჩვენს სისტემებს თქვენი უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის გათვალისწინებით. ვებსაიტი www.CLINE.ge-ს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს: www.b2c.ge

  • ჩვენ ვმუშაობთ რათა ვუზრუნველყოთ თქვენი პირადი ინფორმაციის უსაფრთხოება დაშიფვრის ოქმებისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, რომელიც მოწოდებულია www.b2c.ge-ს მიერ.
  • ჩვენ ვიცავთ ფიზიკურ, ელექტრონულ და პროცედურული უსაფრთხოების ნორმებს დაკავშირებულს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის შეგროვება, შენახვა და გამჟღავნებასთან დაკავშირებით. ჩვენი უსაფრთხოების პროცედურები გულისხმობს, რომ შეიძლება ზოგჯერ ვითხოვოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთები.
  • თქვენი საკეთესო ინტერესის დასაცავად მნიშვნელოვანია დაიცვათ თქვენი პაროლი და თქვენი კომპიუტერები, მოწყობილობები და პროგრამები არაავტორიზებული წვდომისგან. დარწმუნდით, რომ საერთო სარგებლობის კომპიუტერზე გახვიდეთ თქვენი ანგარიშიდან როცა მორჩებით საიტით სარგებლობას.  

რა ხდება რეკლამის შესახებ? 

  • მესამე მხარის რეკლამირება და ლინკები სხვა ვებსაიტებზე: CLINE.ge-მ შეიძლება განათავსოს მესამე მხარის რეკლამა და ლინკები სხვა ვებსაიტებზე და პროგრამებზე. მესამე მხარის რეკლამის მხრივს პარტნიორებმა შეიძლება შეაგროვონ ინფორმაცია თქვენს შესახებ როცა ახდენთ ინტერაქციას მათ კონტენტთან, რეკლამაზე და სერვისებთან. 

რა ინფორმაციაზე მექნება მე წვდომა? 

თქვენ გაქვთ წვდომა თქვენს ინფორმაციაზე, მათ შორის თქვენს სახელზე, მისამართზე, გადახდის შესაძლებლობებზე, პროფილის ინფორმაციაზე და შესყიდვების ისტორიაზე წვდომა ვებსაიტის თქვენი ანგარიშის განყოფილებაში.

რა არჩევანი მაქვს?   

თუ გაქვთ რამე კითხვა თუ როგორ ვაგროვებთ და ვიყენებთ ინფორმაციას, გთხოვთ დაგვიკავშირდით: contact@cline.ge.

ქართული კანონმდებლობა მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე 

ეს წესები და პირობები თანხვედრაშია საქართველოს კანონთან მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ. კანონმდებლობა სრულად ხელმისაწვდომია საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე

შეგროვებული ინფრომაციის მაგალითი 

ინფრომაციას რასაც გვაძლევთ ჩვენ როცა იყენებთ CLINE.ge-ს 

თქვენ გვაწვდით ინფორმაციას როცა:

  • ეძებთ ან ყიდულობთ პროდუქციას ჩვენს მაღაზიაში;
  • ამატებთ ან შლით პროდუქციას თქვენი კალათიდან ან ყიდულობთ; 
  • ტვირთავთ კონტაქტებს;
  • გვიკავშირდებით ტელეფონზე, ელ-ფოსტაზე ან სხვაგვარად;
  • ავსევთ კითხვარს, ითხოვთ დახმარებას ან გვიგზავნით მოთხოვნას;
  • ახდენთ სასურველი სიის რეგისტრაიას;
  • მონაწილეობთ პროდუქციის საჯარო განხილვებში;
  • გვაწვდით ან საჯაროდ ქულებით აფასებთ ჩვენს სერვისს.

ზემოთ ჩამოთვილის აქტივობით, თქვენ შეიძლება მოგვაწოდოთ შემდეგი სახის ინფორმაცია: 

  • მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია როგორიცაა თქვენი სახელი, მისამართი და ტელეფონი;   
  • გადახდის ინფორმაცია;   
  • თქვენი ასაკი;   
  • ინფორმაცია თქვენი მდებარეობის შესახებ; 
  • თქვენი IP მისამართი; 
  • თქვენი მეგობრების და პერსონების ელ-ფოსტის მისამართები;    
  • მიმოხილვების კონტენტი და იმეილები ჩვენთან;
  • პირადი აღწერა და ფოტოსურათი თქვენს პროფილზე; 
  • კორპორატიული და ფინანსური ინფორმაცია.  

ავტომატური ინფორმაცია

ინფორმაციის შეგროვების და ანალიზის მაგალითები: 

  • IP მისამართი რაც იქნა გამოყენებეული თქვენი კომპიუტერის ინტერნეტთან დასაკავშირებლად; 
  • მომხმარებლის სახელი, ელ-ფოსტა და პაროლი; 
  • თქვენი მოწყობილობის ან კომპიუტერის მდებარეობა; 
  • ინფორმაცია კონტენტის ურთიერთქმედებაზე;   
  • ვერსია და დროის სარტყლის შესახებ ინფორმაცია;
  • ტელეფონის ნომრები რაც გამოიყენეთ ჩვენთან დასარეკად.

ჩვენ ასევე შეიძლება გამოვიყენოთ მოწყობილობების იდენტიფიკატორები, ქუქი-ფაილები (Cookies) და სხვა ტექნოლოგიური მოწყობილობები პროგრამებსა და ჩვენს ვებ-საიტებზე რომ შევაგროვოთ გვერდების დათვალიერების, საიტის გამოყენების ან სხვა ტექნიკური ინფორმაცია.

ინფორმაცია სხვა წყაროებიდან 

ინფორმაციის მაგალითი რასაც ვიღებთ სხვა წყაროებიდან მოიცავს: 

  • მიტანის მისამართის ცვლილება და მისამართის ინფორმაცია მიღებული პროდუქციის მიმტანი კომპანიისგან ან ნებისმიერი სხვა მესამე მხარისგან რომელიც გამოიყენება ჩვენი ჩანაწერების შესასწორებლად რათა შემდეგი შეკვეთა მოგაწოდოთ შეუფერხებლად;
  • ინფორმაცია ანგარიშზე, შესყიდვაზე ან განაღდებაზე ინფორმაცია  და ვებსაიტების მონახულების ინფორმაცია ზოგიერთი გამყიდველისგან ვისთან ერთადაც ვოპერირებთ ან ვისთვისაც ვაწვდით ტექნიკურ, რეალიზაციის, რეკლამირების ან სხვა სერვისებს; 
  • ინფორმაცია თქვენს ინტერაქციაზე პროდუქტებთან და სერვისებთან შემოთავაზებული ჩვენი პარტნიორების მიერ; 
  • ძებნის შედეგები და ლინკები, მათ შორის ფასიანი განთავსებები (როგორიცაა დასპონსორებული ლინკები).

ინფორმაცია რაზეც შეიძლება რომ გქონდეს წვდომა 

ინფორმაციის მაგალითი რაც შეგიძლიათ მიიღო CLINE.ge-ზე საკუთარი ანგარიშზე შესვლით:

  • უახლესი შეკვეთების შესახებ ინფორმაცია (მათ შორის გამოწერები); 
  • თქვენი შეკვეთების სრული ისტორია; 
  • პერსონალური მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია (მათ შორის ელ-ფოსტა, პაროლი, კონტაქტები);   
  • გადახდის მეთოდები;
  • ელ-ფოსტაზე შეტყობინებების გამოწერა (მათ შორის პროდუქტის ხელმისაწვდომობის შესახებ, მიტანის შესახებ, სპეციალური შემთხვევის შეხსენაბა და სიახლეები);
  • თქვენი პრფილი (მათ შორის თქვენს მიერ პროდუქციის მიმოხილვა, რეკომენდაციები, შეხსენებები და პირადი პროფილი). 

ელექტრონული კომუნიკაცია

თქვენ შეიძლება ელექტრონულად გქონდეთ კომუნიკაცია როდესაც იყენებთ CLINE.ge- ს ან მოგვწერთ ელ.ფოსტას, ტექსტურ შეტყობინებას ან სხვა კომუნიკაციების საშუალებით თქვენი კომპიუტერიდან ან მობილური მოწყობილობიდან. თქვენ ეთანხმებით, რომ ჩვენგან მიიღოთ კომუნიკაციები ელექტრონულად, როგორიცაა ელ.ფოსტა, სმს-ები მობილური შეტყობინებები, შეტყობინებები საიტზე ან სხვა CLINE.ge-ს საშუალებით, მაგალითად ჩვენი ოფიციალური სოციალური მედიით, და შეგიძლიათ შეინარჩუნოთ კომუნიკაციის ასლები თქვენი ჩანაწერებისათვის. თქვენ ეთანხმებით, რომ ყველა შეთანხმება, ცნობა, გამჟღავნება და სხვა კომუნიკაცია, რომელსაც ჩვენ ელექტრონულად მიიღებთ, აკმაყოფილებს ნებისმიერ სამართლებრივ მოთხოვნას, რომ ასეთი კომუნიკაცია იყოს წერილობითი ფორმით.

თქვენი ანგარიში

შეიძლება დაგჭირდეთ CLINE.ge-ზე საკუთარი ანგარიში რათა შეძლოთ CLINE.ge-ს გარკვეული სერვისების გამოყენება და შეიძლება მოგთხოვოთ რომ გქონდეთ მოქმედი გადახდის მეთოდი დაკავშირებული ამ ანგარიშთან. თუ თქვენი არჩეული გადახდის მეთოდის გამოყენებისას წარმოიშვა პრობლემა, ჩვენ შეიძლება ჩამოგაჭრათ პროდუქციის ღირებულების თანხა ნებისმიერი სხვა მოქმედი გადახდის ანაგარიშიდან, რომელიც უკავშირდება თქვენს ანგარიშს. თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენი ანგარიშის და პაროლის კონფიდენციალურობის შენარჩუნებაზე და თქვენს ანგარიშზე წვდომის შეზღუდვაზე და ეთანხმებით პასუხისმგებლობას ყველა იმ საქმიანობისთვის, რაც ხდება თქვენს ანგარიშზე ან პაროლზე. CLINE.ge იტოვებს უფლებას უარი თქვას მომსახურებაზე, გააუქმოს კონკრეტული ანგარიში/ები, შეწყვიტოს თქვენი უფლებები CLINE.ge-ით სარგებლობის, წაშალოს ან შეცვალოს კონტენტი ან გააუქმოს შეკვეთა საკუთარი ერთპიროვნეული გადაწყვეტილებით. 

დაკარგვის რისკი 

CLINE.ge-ზე ფიზიკურად შესყიდული ყველა ნივთის ტრანსპორტირება ხორციელდება შპს „ჩემი ფოსტა“ საშუალებით. ეს ნიშნავს, რომ ნივთის დაკარგვის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება გადამზიდავ კომპანიას მას შემდეგ რაც CLINE.ge გადასცემს მას ადრესატისთვის მისატან პროდუქციას. 

დაბრუნება და ანაზღაურება

CLINE.ge არ იღებს არანაირ ზომებს დაბრუნების მოთხოვნაზე სანამ საქონელი არ დაბრუნებდა მის საწყობში. ჩვენი შეხედულებრისამებრ შეგვიძლია მივიღოთ გადაწყვეტილება პროდუქტის უკან მიღებამდე მოვახდინოთ თანხის უკან დაბრუნება. CLINE.ge იტოვებს უფლებას უარი თქვას უკან მიღებაზე ან დაბრუნებაზე თუ პროდუქტი იქნა გაყიდული დაუზიანებლად წარმოადგენდა ისეთივე უნაკლო ნივთს როგორის რეალიზებაც მოხდა. 

პროდუქტის აღწერა

CLINE.ge ცდილობს რაც იყოს შეიძლება ზუსტი პროდუქციის აღწერისას. თუმცა, CLINE.ge ვერ გაძლევთ გარანტიას რომ პროდუქტის აღწერა ან სხვა კონტენტი დაკავშირებული CLINE.ge-სთან არის სრული, განახლებული და შეცდომების გარეშე. თუ პროდუქცია რასაც CLINE.ge სთავაზობს მომხმარებლებს არ არის ის რას CLINE.ge-ზეა აღწერილი, აუცილებელია რომ მომხმარებელმა დააბრუნოს ნივთი გამოუყენებელ მდგომარეობაში.

დავების განხილვა

ნებისმიერი დავა რომელიც ვერ გადაწყდება მომხმარებელსა და CLINE.ge-ს შორის, უნდა გადაწყდეს მედიაციის ან საქართველოს სასამართლოებში თბილისში. 

მოქმედი კანონი

CLINE.ge მომსახურების გამოყენებით ეთანხმებით შესაბამის ქართულ კანონმდებლობას რომელიც არეგულირებს ამ წესებსა და პირობებს და ნებისმიერ დავას რომელიც შეიძლება წარმოიშვას თქვენსა და CLINE.ge-ს შორის. 

ჩვენი მისამართი

შპს ინკო.

კ. ქუთათეთალიძის N7, თბილისი.   

contact@cline.ge

www.cline.ge

გაგრძელება